ტანგო

Mark Ballas and Chelsie Hightower
  შექმნის თარიღი - 1910წ.

  სიჩქარე - 32-33 ტ/წთ.
  მუსიკალური ზომა - 2/4
 ტანგო შეიქმნა არგენტინისა და ესპანეთის ხალხური ცეკვებისათვის დამახასიათებელ მოძრაობებიდან და პოზებიდან. ერთ-ერთი ვერსიით ტანგო შეიქმნა აფრიკული ცეკვებიდან Tangano, რომელიც შეიტანეს არგენტინაში ზანგმა მონებმა.სამხრეთული ხალხის გამომსახველობა თავშეკავებული სიმკაცრითა და სიტყვაძუნწობით - აი ცეკვა ტანგოს საშემსრულებლო მანერა, მანერა რომელიც მიმზიდველს ხდის შესასრულებლად და სასურველს მსოფლიოს ყველახალხისათვის. თავდაპირველად ცეკვის სასტიკი წინააღმდეგები იყვნენ  ფრანგი ეპისკოპოსები . ტანგოს მომდევნო განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვის რუდოლფო ვალენტინოს. როდესაც რუდოლფო ვალენტინო ასრულებდა ტანგოს ( ეს იყო 1912- 20 წ.) ქალებს გული მისდიოდა, ხოლო მამაკაცები იფიცებოდნენ, რომ ისწავლიდნენ ამ ცეკვას.

 შემოტანილია აფრიკელი ზანგების მიერ XIX საუკუნის დასაწყისში ცენტრალურ ამერიკაში. ტანგომ თავისი შმდგომი განვითარება ჰპოვა არგენტინაში და ურუგვაიში.


  
სტანდარტული საკონკურსო ტანგო ბევრად განსხვავდება არგენტინულისგან. კლასიკური ტანგო მოითხოვს გრძელ კაბას და დახურულ ფეხსაცმელს, სხვა სტანდარტის ცეკვების მსგავსად,  არგენტინული ტანგოს ჩაცმის სტილი კი თავისუფალია და  მოძრაობისას აქცენტი ძირითადად ფეხზეა გაკეთებული, როცა კლასიკური ტანგოს შესრულებისას დიდი ყურადღება ექცევა თავის მკვეთრ მოძრაობებს. არგენტინული ტანგო საკონკურსო ცეკვად არ ითვლება.



No comments:

Post a Comment