პასადობლი


  შექმნის თარიღი - 1920 წ.

  სიჩქარე - 60/62 ტ/წთ.
  მუსიკალური ზომა - 2/4
  პასადობლის წარმოშობა დაკავშირებულია ესპანურ დღესასწაულებთან, რომლის დროსაც იმართებოდა განთქმული ბრძოლები - კორიდები. ამ დღესასწაულებზე სრულდებოდა მასიური სახალხო ცეკვები და ყველაზე პოპულარული მათ შორის იყო პასადობლი. ამ ცეკვებში ქალი ასრულებს ლაბადის როლს, ხოლო მამაკაცი ტორეადორის როლს.
  პასადობლის თარგმანი ესპანურიდან ნიშნავს ,,ორ ნაბიჯს''. ხარებთან ბრძოლა პირველად ტარდებოდა კუნძულ - კრეიტაზე. ესპანეთში ეს ბრძოლები შემოტანილი იყო 1700-იან  წლებში. ცეკვა პასადობლი პირველად შესრულებული იყო საფრანგეთში 1920 წელს.
   ბროდვეიზე და ჰოლივუდში ცეკვა ვითარდებოდა ფრედ ასტერის, ჯენჯერ როჯერის და ენნ მილერის წყალობით, რომელთაც შემოჰქონდათ ყოველგვარი სიახლე დიდ და მსხვილ ქალაქებში. ფილმებიც დემონსტრირებას უკეთებდნენ ლათინო-ამერიკულ სტილს. ამ სტილის პირველი ცეკვები იყო რუმბა და პასადობლი.





Anna melnikova

No comments:

Post a Comment