სამბა

Anna Melnikova
   შექმნის თარიღი - 1956წ.
   სიჩქარე -50 ტ/წთ.
   მუსიკალური ზომა - 2/4
   სამბას ისტორიაა,ის რომ ეს არის შერწყმა აფრიკული ცეკვების, რომელიც ბრაზილიაში შეიტანეს კონგოსა და ანგოლას ზანგებმა ესპანურ და პორტუგალიურ ცეკვებთან. სიტყვა  ,,Zambo'' ნიშნავს ზანგისა და ბრაზილიელი ქალის შვილს (მულატი). 1886 წელს სამბას ეძახდნენ  ,, Zemba Queca'', რომელიც აღწერილი იყო, როგორც ,,დახვეწილი ბრაზილიური ცეკვა''. სამბა სტილიზირებილი იყო საკონკურსო ცეკვად და ამიტომაც შექმნის წლად არის აღიარებული 1956 წელი.

   სამბა ძალზედ პოპულარული ლათინურ-ამერიკული ცეკვაა. მისი ძირითადი ნაბიჯი ძალზედ ადვილია, ხოლო მუსიკის რითმი ადვილად გასაგები, თუმცა შესასრულებლად ძნელი.
   სამბა ბრაზილიური ცეკვაა. ბრაზილიაში ტარდება სამ დღიანი დღესასწაულები, რომლებიც ეძღვნება ამ ცეკვას. სმბა ნაჩვენები იყო 30-იან წლებში მსოფლიო ფესტივალზე და მოიპოვა დიდი პოპულარობა.



No comments:

Post a Comment