ჩა-ჩა-ჩა

Riccardo Cocchi & Yulia Zagoruychenko 
   შექმნის თარიღი - 1952წ.

   სიჩქარე- 30 ტ/წთ.
   მუსიკალური ზომა - 4/4
   1952 წელს ცნობილი ინგლისელი პედაგოგი პიერ ლაველი ჩადის კუბაში, სადაც ხედავს ცეკვა რუმბას ორიგინალური შესრულების ვარიანტს დამატებითი ნაბიჯებით. ინგლისში დაბრუნებისას მან დაიწყო ამ ახალი ცეკვის სწავლება. ცეკვის სახელწოდების სხვადასხვა ვარიანტები არსებობს, მაგრამ ყველაზე დასაშვებად მიგვაჩნია ცეკვა ,,გუარაჩა'' - დან მისი დასახელების შექმნა.
   II სამამულო ომის შემდეგ არტურ და კატრინ მურეიებმა გახსნეს ამერიკაში თავისი ცნობილი საცეკვაო სტუდია. მაშინ, როდესაც ეს წყვილი აძლევდა გაკვეთილებს ტელევიზიით მოცეკვავეები უფრო ანვითარებდნენ თავის საშემსრულებლო დონეს და ითხოვდნენ მეტს.მათიმოთხოვნილების პასუხად გაჩნდა ახალი ცეკვა ჩა-ჩა-ჩა, რომელიც შეიქმნა 1952 წელს.ენრიკე ჰორიენმა (ორკესტრის ხელმძღვ.) ცეკვა ჩამოაყალიბა 70-იან წლებში.







No comments:

Post a Comment