Thursday, June 21, 2012

ტანგო

ტანგო წყვილების სამეჯლისო თავისუფალი კომპოზიციის, ძველი ესპანური ცეკვაა და გამოირჩევა ენერგიული და მკვეთრი რიტმით. თავდაპირველად გავრცელდა არგენტინასა და ურუგვაიში აქედან კი მთელ მსოფლიოში. ძველად ამ ცეკვას ტანგო კრიოლოს უწოდებდნენ. დღესდღეობით ტანგოს შესრულების არაერთი მიმდინარეობა არსებობს, მათ შორის: არგენტინული, ურუგვაული, სამეჯლისო,(ამერიკული და საერთაშორისო სტილის), ფინური და ძველებური ტანგო. ტანგოს მუსიკა და ცეკვის ელემენტები ძალზე პოპულარულია და სპორტის არაერთ სახეობაში გამოიყენება: მათ შორის მხატვრულ ტანვარჯიშსა და ფიგურულ სრიალში.


არგენტინული ტანგო ჩამოყალიბდა არგენტინასა და ურუგვაიში ბუენოს აირესში მცხოვრები აფრიკელი მოსახლეობისაგან და ძველ აფრიკულ ცეკვებზე იყო დაფუძნებული. სახელწოდება ტანგო აგრეთვე აფრიკული წარმოშობისაა და ნიშნავს სხვადასხვა მუსიკალური ჟანრების შერწყმით მიღებულ მუსიკას.პირველად სიტყვა ტანგო ცეკვასთან მიმართებაში 1890 წელს გამოიყენეს . დროთა განმავლობაში ტანგო სულ უფრო მეტ პოპულარობას იხვეჭდა.


XX საუკუნის ათიან წლებში ბუენოს_აირესელი და მონტევიდეოელი ოცეკვავეები და ორკესტრები გაემგზავრნენ ევროპაში. ტანგოს პირველი ჩვენება პარიზში ,შემდეგ ლონდონში , ბერლინსა და სხვა ქალაქებში გაიმართა. 1913 წლის დასასრულს ცეკვა ნიუ-იორკში _ შეერთებულ შტატებში მოხვდა . ა.შ.შ. _ ში სიტყვა ტანგო 1911 წლისთვის უკვე ასოცირდებოდა ცეკვებთან რომელთა რტმიც 2/4 ან 4/4 "ერთი ნაბიჯი� იყო. ზოგჯერ ტანგოს საკმაოდ ჩქარ ტემპშიც ცეკვავდნენ. ამ ხანას ტანგოს ჩრდილოამერიკულ პეროდასაც უწოდებენ .



1930-1950_ იანი წლებისთვის გამეფებული დიდი დეპრესიის მიუხედავად, ეს პერიოდი ტანგოს ,,ოქროს ხანად'' იქცა. ჩამოყალიბდა უამრავი ანსამბლი რომელთა შემადგენლობაშიც შედიოდნენ ნიჭიერი და პერსპექტიული კომპოზიტორები და ტანგოს შემსრულებლები, რომელთა შემოქმედებაც დღეს კლასიკადაა აღიარებული. ანიბალ ტრიო, ოსვალდო პუგლიეზე, ასტორ პიაზოლა და სხვა მრავალი. ტანგოს ხელახლა დაბადებად 1983 წელია მიჩნეული, როცა ნიუ_ იორკში გაიხსნა შოუ ახელწოდებით ,,forever Tango''. ამ ჩვენებებმა რევოლუცია მოახდინეს მთელ მსოფლიოში და ხალხმა მასობრივად დაიწყო ტანგოს გაკვეთლებზე სიარული.


ტანგოს მიმდინარეობები:
არგენტინული და ურუგვაული ტანგო, აგრეთვე ცნობილი როგორც ტანგო:
``rioplatense
სამეჯლისო ტანგო
ფინური ტანგო
არგენტინული ტანგო:
არგენტინულ ტანგო შედგება სხვადასხვა მიმდინარეობებისაგან, რომლებიც ვითარდებოდნენ არგენტინისა და ურუგვაის სხვადასხვა რეგიონებში
არგენტინული ტანგოს მიმდინარეობებს მიეკუთვნებიან:
tango Sanyengue
tango Liso
tango Salon
tang Orillero
tango Milionguero(tango Apilado)
tango Nuevo
tango Fantasia
მუსიკალური თვალსაზრისით ტანგოს რამოდენიმე ქვეტიპად ყოფენ:
ტანგო
ვალსი (ტანგო ვალსის სტილში)
მილონგა (სამხრეთამერიკული სწრაფი ტემპის ტანგო)
ელექტრონული ტანგო(tango electronico)
ალტერნატიული ტანგო (მუსიკა რომელიც გარდაქმნილია ტანგოს სტილში)
სალონის ტანგო გამოირჩევა მოცეკვავეების უფრო გახსნილი პოზიციით, და ტანგოს სხვა მიმდინარეობებზე გაცილებით იმპროვიზაციულია.დატვირთულია სხვადასხვა მოძრაობებითა და მკვეთრი ილეთებით. გამოირჩევა მრავალფეროვანი ნაბიჯებით, ბრუნებით, მანერითა და პოზებით.



ტანგო ლისო(liso) ძალიან გავს უბრალო ნაბიჯებს_სიარულს ან სეირნობას (caminada) როგორც მას ტანგოს მოცეკვავეები უწოდებენ, ამ მიმდინარეობაში ნაკლებად ვხვდებით ტრიალსა და გამოკვეთილ ილეთებს.


 Nuevo ეს მიმდინარეობა ახალი თაობის გამოგონილია და შესაბამისად ორიგინალურია ნაბიჯების თვალსაზრისით. ისინი მიისწრაფვიან იპოვონ ტანგოში თავიანთი ორიგინალური სტილი. იგონებენ რა ფეხის მკვეთრ მოძრაობებსა და გამოკვეთილ თვალშისაცემ პოზებს. ტანგო ნუევოს შესასრულებლად დიდი ადგილია საჭირო მას ხშირად ცეკვავენ შოუებსა და მილონგებზე (მილონგა გახლავთ, სპეციალურად სწრაფი ტანგოებისათვის და უბრალოდ ტანგოების შესასრულებლად გამართული საღამოები.) მითუფრო რომ სწრაფი ტანგოს შემსრულებლების (მილონგეროების )გვერდით ტანგო ნუევოს ცეკვა, ძალიან დიდ ოსტატობას მოითხოვს მოცეკვავისაგან და ტექნიკურად თითქმის შეუძლებელია.


ფინური ტანგო-ეს მიმდინარეობა ჩამოყალიბდა ფინეთში ,მეოცე საუკუნის დასაწყისში. თავის თავში აერთიანებს ფინურ, არგენტინულ და გერმანულ მელოდიებს.ეს მიმდინარეობა პოპულარობის ზენიტში 1950_1960 წლებში იყო როცა გაჩნდა unto mononena-ს მუსიკალური კომპოზიცია Satumaa_(ზღაპრული ქვეყანა). რომელსაც რეიო ტაიპალე ასრულებდა. ფინური ტანგოს ყველაზე ცნობილი შემსრულებლები იყვნენ: ოლავი ვირტა, რეიო ტაიპალე, ეინო გრიონი,გეორგ ოტსი, ჰარმონი სისტერსი. და ა. შ


სამეჯლისო ტანგო_. სხეულის, თავის და ხელების განლაგებთა და ნაბიჯების ელემენტების ორიგინალურობით გამოირჩევა . სამეჯლისო ტანგო არგენტინულისაგან მუსიკის რიტმითაც განსხვავდება. ეს სპორტული ცეკვაა, რომელსაც სამეჯლისო ცეკვების სხვადასხვა შეჯიბრებებზე ცეკვავენ ცნობილ ევროპულ და ლათინოამერიკულ ცეკვებთან ერთად. ყველა მოძრაობა შეესაბამება განსაზღვრულ წესებს,ტანგოს ამ მიმდინარეობაში იმპროვიზაცია დაუშვებელია.სამეჯლისო ტანგოს რიტმებში დასარტყამი ინსტრუმენტებიც მონაწილეობენ, რაც მას მეტ სიმკვეთრეს მატებს. თავისი ჟღერადობის თვალსაზრისით სამეჯლისო ტანგო მარშს წააგავს, არგენტინული კი უფრო მელოდიურია.



















1 comment:

  1. I think this article is very useful and knowledgeable. It is informative and educational one as well. I will pass this down to my friends. Thanks author. I’ll come back to your blog next post.

    Hoi An Basket Boat Tour
    Phong Nha Pioneer Travel
    centralvietnampackagetour
    viettours
    mysontours

    ReplyDelete