ცეკვა არის ტანის რიტმული მოძრაობა ან მდგომარეობა, რომელიც ჩვეულებრივ მუსიკის თანხლებით სრულდება.
ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტივობაა ადამიანის ჯანსაღი ცხოვრების წესისთვის. განსაკუთრებით სამეჯლისო და სპორტული ცეკვები, რომელიც არამარტო ხელოვნების ნაწილია არამედ სპორტული დატვირთვაც შეიძინა. ჩემი მიზანია საქართველოს მოსახლეობის ინფორმირება ამ სფეროში, რათა ყველა შეეცადოს გაიჯანსაღოს ცხოვრების წესი!
Thursday, June 21, 2012
Yulia Zagoruychenko - World Latin Dance Champion
Yulia Zagoruychenko დაიბადა 1981 წლის 11 სექტემბერს, რომელიც გახლავთ მსოფლიო ჩემპიონი ლათინურ ცეკვებში მის პარტნიორ Riccardo Cocchi - სთან ერთად. წარმოშობით რუსმა, ცეკვა დაიწყო 4 წლის ასაკიდან. ის ხშირად უყურებდა ცეკვას ტელევიზორში და ცდილობდა თვითონაც გაემეორებინა იგივე, ამიტომ დედამ ფოლკლორულ ცეკვაზე შეიყვანა, სადაც 4 წელი იარა. შემდეგ ის გადავიდა სამეჯლისო ცეკვებზე. 11 წლის ასაკიდან ზაგრუჩენკომ დაიწყო ბავშვების მომზადება ცეკვაში, გამომუშავებულ ჯიბის ფულს კი მშობლებს აძლევდა. ფინანსური მიზეზების გამო იულია ვერ ახერხებდა შეესწავლა როგორც ევროპული ასევე ლათინური ცეკვები და ამიტომ აირჩია ლათინური. 21 წლის ასაკში მან გადაწყვიტა ამერიკაში გადასვლა თავის პარტნიორ მაქსიმ კოზევნიკოვთან ერთად. მათ ერთად მოიპოვეს ამერიკის პროფესიონალი ჩემპიონების ტიტული. 2008 წლიდან ის გახდა რიკარდოს წყვილი და მათ ერთად მოიპოვეს მსოფლიო ჩემპიონობის ტიტული ლათინურ ცეკვებში 2010 და 2011 წლებში. ისინი არიან N1 მსოფლიოში.
No comments:
Post a Comment